ჰაინერი მაქს ებერლის მუშაობის შეფასებაზე:
“ჩვენ კლუბსა და სპორტულ მენეჯმენტში სიმშვიდე კვლავ დავიბრუნეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსი ჩვენთან მაშინ მოვიდა, როდესაც სიტუაცია მარტივი არ იყო. იმ სეზონში ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დავიკავეთ და ახალი მწვრთნელის ძიებაში ვიყავით.
მან რთულ პირობებში სწრაფად აუღო ალღო. ფაქტია, რომ, მთელი პატივისცემით, „ბაიერნი“ სხვა მასშტაბის კლუბია, ვიდრე „გლადბახი“ ან „ლაიპციგი“. ეს უკვე საზოგადოების აღქმითაც კი იგრძნობა.
ჯამალ მუსიალას, მანუელ ნოიერის და ალფონსო დეივისის კონტრაქტების გახანგრძლივებით, ასევე ტომ ბიშოფისა და იონას ურბიგის ტრანსფერებით, მაქსი და კრისტოფ ფროინდი აქტიურად ავითარებენ ჩვენს გუნდს. მომავლის ოპტიმიზმით ვუყურებთ.”