მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის 2029 წლამდე დარჩება რეკორდმაისტერის რიგებში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თავად ფეხბურთელისთვის, ასევე ბაიერნისთვის, რომელიც ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშეს შემადგენლობაში.
კიმიხის კომენტარი:
“ბაიერნში მაქვს საუკეთესო გარემო ჩემი სპორტული მიზნების მისაღწევად. სწორედ ამის საფუძველზე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე არ არსებობს უკეთესი კომბინაცია - თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბი და კლუბის გარემო იდეალურია მაქსიმალური წარმატების მისაღწევად. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და ჩემი მისია ჯერ არ დასრულებულა.”
კიმიხი ბაიერნში 2015 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა. გერმანელმა ვარსკვლავმა კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგის მრავალგზის ჩემპიონის ტიტული და გერმანიის თასი.
ბაიერნის გულშემატკივრებისთვის ეს ახალი ამბავი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან კლუბი ინარჩუნებს ფეხბურთელს, რომელიც არა მხოლოდ მოედანზეა ლიდერი, არამედ მისი დინამიკა და მენტალიტეტი ბაიერნის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია.
კლუბის ხელმძღვანელობაც კმაყოფილია მიღწეული შეთანხმებით, რადგან კიმიხის კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გუნდის მომავლის გასამტკიცებლად.