გუშინ, ბაიერნმა თავისი სკაუტები ბელგიაში, Genk-ისა Union Saint-Gilloise-ს მატჩზე გაგზავნა, რათა დააკვირდნენ ბელგიაში დაბადებულ ბერძენ ტალანტს – კონსტანტინოს კარეტსასს.
17 წლის შემტევი ნახევარმცველი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება ბელგიის პრო ლიგაში და მისით უკვე რამდენიმე ტოპ-კლუბი ინტერესდება.
კარეტსასმა ყურადღება მიიპყრო თავისი ტექნიკით, მხედველობითა და გამბედავი თამაშით. ახალგაზრდა მოთამაშეს ბაიერნის სკაუტები განსაკუთრებით დააკვირდნენ და როგორც ირკვევა, მიუნხენური გრანდი სერიოზულად ფიქრობს მისი გადაბირების შესაძლებლობაზე.
ბავარიელთა გეგმაშია ახალგაზრდული ნიჭის გაძლიერება და კარეტსასი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
გავრცელებული ცნობებით, კარეტსასს უკვე აკვირდებიან რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბიც.