ჰარი კეინი იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის პირველი ტიტულის მოგება: „ეს შესანიშნავი იქნებოდა.
იქნებ ზოგიერთმა ადამიანმა შეწყვიტოს საუბარი იმაზე, რომ ჯერ ტიტული არ მომიგია [იცინის].
თუ ამას შევძლებთ მთელი ის შრომა და თავდადება, რაც ამ სეზონში ჩავდეთ, უზარმაზარ ზეიმად გადაიქცევა.
თუმცა ამის შემდეგ ყურადღება უკვე შემდეგ ტიტულზე გადაერთვება, რადგან ფეხბურთში ყოველთვის მეტი გინდა. მაგრამ ახლა მთავარი სწორედ ჩემპიონატის ტიტულია.“