"ერთი შეხედვით იოლი ტრავმა არ ჩანდა" - ვენსან კომპანი ჯამალ მუსიალაზე

"ერთი შეხედვით იოლი ტრავმა არ ჩანდა" - ვენსან კომპანი ჯამალ მუსიალაზე

პსჟ-სთან მატჩის დასრულებიდან მედიაში ვენსან კომპანის პირველი კომენტარი ვრცელდება, რომელიც ჯამალ მუსიალას დაზიანებას ეხება:

"მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა და ტრავმა იოლი არ ჩანდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ისე ცუდადაც არ არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით გამოიყურებოდა და ის შეძლებს, რომ ამ სიტუაციიდან კარგად გამოვიდეს."

"ეს მისთვის მოკლე დროში უკვე მეორე წარუმატებლობაა. მუსიალა არის მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს, ეს მისი ცხოვრებაა. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჯამალი გადაიტანს და უფრო ძლიერი დაბრუნდება. ვიმედოვნებ, რომ ახალ სეზონში ჩვენთან ერთად იქნება და ბაიერნთან ერთად ტიტულებს მოიგებს", - თქვა კომპანიმ.


5-07-2025, 23:33
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0