მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრების დიდი უმრავლესობა ვენსან კომპანის მუშაობით უკმაყოფილოა, თავად ბელგიელი მწვრთნელი დღევანდელი სათამაშო ხარისხით კმაყოფილი დარჩა.
"ვფიქრობ, მეტოქეს შეცდომები დავაშვებინეთ და რამდენიმე საჩუქარი მივიღეთ, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ. არ შემიძლია, რომ ბიჭები თამაშის ცუდი ხარისხისთვის გავაკრიტიკო, რადგან მათ კარგად ითამაშეს."
"ამ პსჟ-ის წინააღმდეგ სწორედ ასეთი თამაში გვჭირდებოდა. ჩვენ მათ შეცდომების დაშვებისკენ ვუბიძგეთ და ორი წითელი ბარათი მივაღებინეთ, თუმცა საკუთარი თავი გოლით ვერ დავასაჩუქრეთ", - თქვა კომპანიმ.