მუსიალას ტრავმამ ვოლტემადეს საჭიროება გაამძაფრა - რა გეგმა აქვს ბაიერნს

მუსიალას ტრავმამ ვოლტემადეს საჭიროება გაამძაფრა - რა გეგმა აქვს ბაიერნს

ჯამალ მუსიალას ტრავმამ ბაიერნისთვის გეგმები საერთოდ არია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს სატრანსფერო ფანჯარაზე საქმე არც აქამდე ჰქონდა კარგად, გუშინდელმა შემთხვევამ კლუბს ახალი მიზნების დასახვისკენ უბიძგა.

Transfermarkt-ის ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ ბაიერნი ამიერიდან ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერის დაჩქარებას ეცდება, რადგან ფეხბურთელს კლუბი მუსიალას პოზიციაზეც განიხილავს, თუმცა მხოლოდ დროებით.

კიდევ ერთი ვარიანტი ტომას მიულერისთვის ხელშეკრულების განახლება იყო, თუმცა სოც.ქსელებში კლუბი ლეგენდას უკვე აქტიურად ემშვიდობება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიულერი გუნდში დარჩეს.

გამოდის, რომ ბაიერნმა ვოლტემადესთვის გამოყოფილ 50 მილიონს დამატებით 20-30 მილიონი ევრო უნდა დაუმატოს, რათა ის ფეხბურთელი შეიძინოს, რომელიც სატრანსფერო ფანჯარაზე ჯერჯერობით ერთადერთ რეალურ კანდიდატად რჩება.


6-07-2025, 20:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0