მიუნხენის ბაიერნი უკვე რამდენიმე კვირაა ნიკ ვოლტემადეს უტრიალებს და მის დასამატებლად კლუბმა ერთი წინადადება უკვე გაგზავნა კიდეც, თუმცა პირველ ცდაზე არაფერი გამოვიდა.
როგორც ჩანს, საქმე არც მეორე ცდაზე გამოვა, რადგან შტუტგარტში ბაიერნის 45-50 მილიონი არავის სჭირდება.
შტუტგარტის სპორტის ადმინისტრატორის, ალეკსანდრ ვერლეს თქმით, ისინი არც კი აპირებენ, რომ ნიკ ვოლტემადე სადმე გაუშვან.
კლუბი დაინტერესებული მხარის წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს თუ რაღაც ექსტრაორდინალურ შეთავაზებას მიიღებს, რაც პირდაპირ რომ ვთქვათ, 100 მილიონ ევროს ნიშნავს.
გადაიხდის ბაიერნი ამდენს? - ალბათ, არა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერის გულშემატკივრებს ნელ-ნელა ვოლტემადეს დავიწყება მოუწევთ.