გუშინ ოფიციალურად დასრულდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, რომლის ფინალშიც ლონდონის ჩელსიმ პარი სენ-ჟერმენი 3:0 დაამარცხა.
ტურნირის გამარჯვებულის მხარეს რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელთა მიმართაც ბაიერნმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ინტერესი უკვე გამოხატა, ერთ-ერთი ასეთი კი მალო გუსტო გახლავთ.
როგორც მედია წერდა, 22 წლის ფრანგ ფეხბურთელს ჯეიმსის დაბრუნების შემდეგ სასტარტოში ადგილის მონახვა უნდა გაუჭირდეს, თუმცა გუშინდელმა შერჩეულმა ფორმაციამ მარესკას ერთის გამოყენების შესაძლებლობაც მისცა და მეორესიც.
გამოცემა Goal-მა ისიც კი დაწერა, რომ ჯეიმსისა და გუსტოს დუეტმა ხვიჩა კვარაცხელიას სრული ნეიტრალიზაცია მოახდინეს, რაც მატჩისშემდგომ მიღებულ შეფასებებშიც აისახა.
ცხადია, ამ ყველაფრის ფონზე მიუნხენის ბაიერნმა გუსტოსადმი ინტერესი გაზარდა, რადგან 22 წლის ფრანგი საშა ბოეიზე გაცილებით დამაჯერებლად და სახიფათოდ გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ გუსტოს ფასი Transfermarkt-ზე 35 მილიონი ევროა.