ბაიერნის მესამე ცდა - კომპანი ლუის დიასს პირადად ესაუბრა

ბაიერნის მესამე ცდა - კომპანი ლუის დიასს პირადად ესაუბრა

Sport Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი ლუის დიასს არ ეშვება და კოლუმბიელის დასამატებლად კლუბი მესამე ცდაზეც წავა.

რეკორდმაისტერის პირველი წინადადება 52 მილიონ ევროს მოიცავდა, მეორე კი 67.5-ს, თუმცა ლივერპულმა ერთიც დაბლოკა და მეორეც.

მიუხედავად ამისა, ბაიერნი გაჩერებას არ აპირებს და მესამე წინადადებას ამზადებს, იქამდე კი ვენსან კომპანი ფეხბურთელს ტელეფონით პირადად ესაუბრა და ბაიერნის სამომავლო გეგმები გააცნო.

თავის მხრივ, ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი წერს, რომ ლივერპული დიასის გაშვებას მხოლოდ 100 მილიონი ევროს ფარგლებში განიხილავს, ზუსტად ისე, როგორც რეალისა და როდრიგოს შემთხვევაში.

გამოდის, რომ ბაიერნს დიასსა და როდრიგოს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, ხოლო სატრანსფერო ფასს კლუბს რომ არავინ დაუწევს, ეს უკვე ცხადზე ცხადი ხდება.


16-07-2025, 16:38
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2