Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დღეებში ბაიერნსა და შტუტგარტს ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერის თაობაზე მეილით არც ისე სასიამოვნო საუბარი ჰქონდათ.
ბაიერნი სიჯიუტეს არ იშლის და ვოლტემადეს დამატებას 50 მილიონი ევროს ფარგლებში ცდილობს, არადა შტუტგარტი ფეხბურთელისთვის მინიმუმ 20 მილიონი ევროთი მეტს ითხოვს.
სწორედ ამას ეხებოდა შტუტგარტის მკაცრი პასუხიც, რომელმაც, Bild-ის მტკიცებით, ბაიერნს ასეთი მეილი გაუგზავნა:
"შტუტგარტი ითხოვს, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოთ ნიკ ვოლტემადესთან საუბარი და მისცეთ მას საშუალება, რომ მომავალ სეზონსა და შტუტგარტზე ბოლომდე კონცენტრირდეს", - ციტირებს გამოცემა შტუტგარტის პასუხს.
თავის მხრივ, ეს ყველაფერი ბაიერნს არ აშინებს და კლუბი მორიგ ცდაზე წასვლას მაინც აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ებერლი და მისი კამპანია იქამდე მიაჭერს გაზს, სანამ ვოლტემადე ბაიერნის ფეხბურთელი არ გახდება, კლუბის, სადაც თამაში თავად ნიკის პრიორიტეტი გახლავთ.