მას შემდეგ, რაც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ნიკ ვოლტემადემ ფანტასტიკურად ითამაშა, მიუნხენის ბაიერნი აენთო და ფეხბურთელის ყიდვას გამალებით ცდილობს.
ამის შესახებ უკვე ყველა ქვეყნის მედიაში დაწერეს და მოლოდინიც ისეთია, რომ დღე დღეზე ვოლტემადე რეკორდმაისტერის მოთამაშე უნდა გახდეს, თუმცა შტუტგარტის "არა" საქმეს ართულებს.
ფაქტი, რომ ბაიერნს ფლორიან ვირცი ხელიდან მოულოდნელად გამოეცალა, ახლა კლუბის ხელმძღვანელობას მეორე მასშტაბური ჩავარდნის შესაძლებლობას აღარ უტოვებს, რათა კლუბმა სახე და რეპუტაცია შეინარჩუნოს.
სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ბაიერნი შტუტგარტს ყურს არც კი უგდებს და ვოლტემადეს გუნდიდან წამოყვანას დაუცხრომლად ცდილობს.
სხვათა შორის, შტუტგარტმა არმანდო ბროიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, რაც, გერმანული მედიის აზრით, ვოლტემადეს შესაძლო წასვლას უკავშირდება.