ხორვატული გამოცემა, Sportske Novosti წერს, რომ მიუნხენის ბაიერნი როიალ სენ ჟილიდან 21 წლის ფრანიო ივანოვიჩის დამატებას განიხილავს.
ცხადია, კლუბის პრიორიტეტები ლუის დიასი და ნიკ ვოლტემადე არიან, მაგრამ უკანასკნელ შემთხვევაში ბაიერნი ივანოვიჩის კანდიდატურასაც განიხილავს.
ახალგაზრდა ხორვატი განსაკუთრებით სპორტული დირექციის ერთ-ერთ წევს, კრისტოფ ფროინდს მოსწონს, რომელსაც ივანოვიჩის სახელი რეზერვში უკვე გადანახული აქვს.
ფრანიომ გასული სეზონის ბელგიის ჩემპიონატში 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, სანაკრებო დონეზე კი უკვე ეროვნულ ნაკრებშიც აქტიურად ეძახიან.
Transfermarkt-ზე მითითებული ინფორმაციით, ივანოვიჩის ფასი 13 მილიონი ევროა.