ჯამალ მუსიალამ, რომელიც ახლა ტრავმირებულია და სამკურნალოდ 4-5 თვე დასჭირდება, The Athletic-თან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს, სადაც ახალგაზრდა ნახევარმცველმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა:
"ეს ტომას მიულერია. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე და დიდი სიამოვნებაც მივიღე. ბევრი მოთამაშეა, რომლებზეც ასევე ვილაპარაკებდი, თუმცა მიულერი მაინც ყველაზე მაღლა დგას", - თქვა მუსიალამ.
სხვათა შორის, ჯამალმა კარიერის ყველაზე რთული მეტოქეც დაასახელა:
"მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდით და მათთან თამაში ურთულესი იყო, ყველაზე რთულ მეტოქედ კი ანტონიო რუდიგერი მიმაჩნია."