Der Spiegel-თან საუბრისას, ფლორიან ვირცის მამამ, ჰანს-იოახიმ ვირცმა დაასახელა მიზეზი თუ რატომ არჩია მისმა შვილმა ლივერპული მიუნხენის ბაიერნს:
"ბაიერნმა ნამდვილად ბევრი სცადა, ული ჰიონესს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, რადგან 2022 წელს ფლორიანის ტრავმის დროს ოპერაციის საკითხში ძალიან დაგვეხმარა. ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო მასთან ბოლო სატელეფონო საუბარი, თუმცა ყველაფერი ნიუანსებმა გადაწყვიტა."
"არნე სლოტმა თავისი პირობები წარუდგინა ჩემს შვილს, მას კი მოეწონა ლივერპულის სამომავლო გეგმები, სადაც ფლორიანი საკუთარი თავის განვითარებას ძალიან მკაფიოდ ხედავდა. სატელეფონო საუბარი იყო ვენსან კომპანისთანაც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მინიმალური დეტალების ფონზე იქნა მიღებული", - თქვა ვირცის მამამ.