ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს, რომ მიუნხენის ბაიერნისთვის ლუის დიასისა და ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და კლუბი მათ ბოლომდე მიყვანას აუცილებლად ეცდება.
მიუხედავად იმისა, რომ ერთზეც და მეორეზეც უკვე რამდენიმე წინადადება დაიბლოკა, ბაიერნი საბოლოოდ მაინც იმდენს გადაიხდის, რომ ლივერპულიც და შტუტგარტიც მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.
აღნიშნულ თანხად 140 მილიონი ევრო სახელდება, სადაც 80 კოლუმბიელი ვინგერისთვის, 60-65 კი ვოლტემადესთვის იქნება განკუთვნილი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვირცის ხელიდან გაშვება ბაიერნის რეპუტაციას ძალიან შეეხო, ახლა კი კლუბი აღნიშნული ტრანსფერების დახურვით საქმის 180 გრადუსით შემოტრიალებას ცდილობს.