ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ლუის დიასის ბაიერნში ტრანსფერზე წერს. მისი თქმით, კლუბები მალე ერთმანეთს შეხვდებიან და მოლაპარაკებებს მაგიდასთან დაიწყებენ.
წყაროს ინფორმაციით, ლივერპულიდან დიასის ბაიერნში ტრანსფერს ერთი დამაჩქარებელი აქვს და ეს უგო ეკიტიკეს შეეხება.
ლივერპული აინტრახტიდან ფრანგი შემტევის დამატებას აქტიურად ცდილობს და ფაბრიციო რომანოს თქმით, პირადი დეტალები უკვე შეთანხმებულია კიდეც, მთავარია ახლა უშუალოდ ფრანკფურტელების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თუ ტრანსფერი შედგა და ლივერპულსაც ფულის დახარჯვა მსუყედ მოუწია, მაშინ კლუბი ლუის დიასს აუცილებლად გაუშვებს, რათა ეკიტიკეში გადახდილი თანხა დააბალანსოს.