ჟოაუ პალინიამ რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ღიად თქვა, რომ მეორე სეზონი გაცილებით კარგი ექნებოდა და ბაიერნის გულშემატკივრებს საკუთარ ღირებულებას დაუმტკიცებდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა.
ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, პორტუგალიელი ნახევარმცველი ნელ-ნელა ბაიერნში დარჩენის აზრს იცვლის და თვალი წასვლისკენ უჭირავს.
ყველაზე ახლოს პალინიასთან ლონდონის ტოტენჰემია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.
თავის მხრივ, თუ წინადადება სარფიანი იქნება, მაშინ ტრანსფერზე უარს არც ბაიერნი იტყვის, რომელმაც თავად ფეხბურთელში 51 მილიონი ევრო გადაიხადა.