Bild-ის ინფორმაციით, რაფაელ ლეაუს მიუნხენის ბაიერნში თამაშის სურვილი აქვს, თუმცა კლუბი ტრანსფერის განსახორციელებლად ჯერჯერობით არაფერს აკეთებს.
ამის პირველი მიზეზი ლუის დიასი და მისი პრიორიტეტულობა გახლავთ. გარდა ამისა, ბაიერნში მიაჩნიათ, რომ პორტუგალიელი ძალიან ძვირი ღირს.
სხვათა შორის, ლეაუს ფასი 70 მილიონი ევროა, რის გამოც ფეხბურთელი ბაიერნისთვის ძვირი მხოლოდ დიასთან ერთად დუეტში გამოდის, ცალკე კი კოლუმბიელზე იაფი ღირს.
სავარაუდოდ, ლეაუს სურვილი სურვილადვე დარჩება, რადგან მედიაში ელიან, რომ უახლოეს მომავალში ბაიერნმა დიასის ტრანსფერი წარმატებით უნდა დახუროს.