თურქულმა Fanatik-მა დაწერა იმის შესახებ, რომ გალათასარაის მიუნხენის ბაიერნიდან კიმ მინ-ჯეს ტრანსფერის განხორციელება სურს.
როგორც ირკვევა, თურქულ კლუბს კორეელი მცველი მომდევნო სეზონისთვის მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებით სურს, რომელსაც ბოლოში გამოსყიდვის ოფცია ექნება.
28 წლის ცენტრალურმა მცველმა გასულ სეზონში ბაიერნის მაისურით 43 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ერთი მატჩიც არ უთამაშია.
ზოგადად, ბაიერნში მიიჩნევენ, რომ კიმმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მისი ტრანსფერი ჩავარდა, რის გამოც სამომავლო ტრანსფერი გამორიცხული არ არის.