ახლახანს გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაიერნი ახალგაზრდა ნორვეგიელი მცველით, ეივინდ ჰელანდით დაინტერესდა.
1.96 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ფეხბურთელი ადგილობრივ ბრანში თამაშობს, ასაკობრივ დონეზე კი ნორვეგიის 21-წლამდე ნაკრებს კაპიტნობს.
როგორც იწერება, ბაიერნს კონკურენციის გაწევა მანჩესტერ იუნაიტედისთვის მოუწევს, რომელიც თავადაცაა დაინტერესებული ამ ტრანსფერით.
ეივინდ ჰელანდი 20 წლისაა და მისგან ნორვეგიაში დიდ კარიერას ელიან.