სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ლუის დიასის ბაიერნში ტრანსფერი უნდა გაოფიციალურდეს, რის შესახებაც უამრავი ინფორმაცია ქვეყნდება.
როგორც წერენ, ბაიერნი ფეხბურთელში საბოლოოდ 70-80 მილიონ ევროს გადაიხდის და კოლუმბიელთან ხელშეკრულებას 2029 წლამდე გააფორმებს, ხელფასის სახით კი დიასი წლიურად 14 მილიონ ევროს მიიღებს.
გთავაზობთ ლივერპულის გულშემატკივრების კომენტარებს პლატფორმა X-დან, სადაც მათ ნაღვლიანობა ნამდვილად არ ეტყობათ:
"ლუის დიასის სანაცვლოდ 80 მილიონი ჯეკპოტია, უბრალოდ აიღეთ ის"
"გთხოვთ, გამოსტაცეთ ბაიერნს ფული და ბოლომდე ისაკის ტრანსფერისთვის გამოიყენეთ"
"მადლობა დიასს, მაგრამ 80 მილიონზე უარის თქმა წარმოუდგენელია"
"იქამდე გააკეთეთ საქმე, სანამ ბაიერნი გონს მოსულა და უკან დაუხევია"
"რა სიგიჟეა, ბაიერნი დიასში 80 მილიონს იხდის, ლივერპულს კი არ ეშინია ფულის დაკარგვის და მოლაპარაკებებს წელავს, რა ხდება?", - წერენ სქაუზერები.