50 მილიონის სანაცვლოდ - ვოლტემადეს ბაიერნში ტრანსფერზე ცნობილი ჟურნალისტი ალაპარაკდა

50 მილიონის სანაცვლოდ - ვოლტემადეს ბაიერნში ტრანსფერზე ცნობილი ჟურნალისტი ალაპარაკდა

ბოლო პერიოდში რამდენიმე გამოცემამ დაწერა იმის შესახებ, რომ ბაიერნმა და შტუტგარტმა ნიკ ვოლტემადეს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც წერენ, რეკორდმაისტერი შტუტგარტს ვოლტემადეს სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაუხდის, ფეხბურთელი კი კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას უერთდება ცნობილი ინსაიდერი, ნიკოლო სკირა, რომელიც ზუსტად ანალოგიურს წერს!

ერთი ისაა, რომ სკირა ვოლტემადეს საგაზე ძალიან იშვიათად წერს და მისი ინფორმაცია ბოლომდე სანდოდ ვერ ჩაითვლება.

მიუხედავად ამისა, მისი დასტური უმნიშვნელო ამბავი მაინც არაა და ყოველი ახალი მწვანე შუქი გამოცემებისგან თუ ჟურნალისტებისგან გვაფიქრებინებს იმას, რომ ბაიერნს, შტუტგარტსა და ვოლტემადეს შორის რაღაც ისეთი ხდება, რაც ჯერჯერობით გარეთ არ გამოდის, თუმცა ზოგიერთი ინსაიდერი ინფორმაციას მაინც იღებს და ყველაფერს ასაჯაროებს..


29-07-2025, 16:45
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2