The Telegraph-ის ინფორმაციით, არის შანსი, რომ 2026 წლის ზაფხულში ჰარი კეინი პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს!
გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ტრანსფერით დაინტერესებული ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი არიან, რომელთა კონკურენტებიც ინგლისის ტოპ 6-ში ძალიან ძლიერდებიან.
წყარო ვარაუდობს, რომ ბაიერნს 33 წლის კეინთან თანამშრომლობა აღარ ენდომება, ფეხბურთელი კი კარიერის საბოლოო ტრანსფერს კვლავ ინგლისისკენ მიმართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, კეინის გამოსასყიდი თანხა იანვარში ინგლისური კლუბებისთვის 54 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე შემცირდება, რაც Telegraph-ის სამომავლო ტრანსფერის ვარაუდის უმთავრესი დასაყრდენია.