კაცი, რომელიც ყველას სურს - ბაიერნის კონკურენტი კროშესთვის დორტმუნდია

კაცი, რომელიც ყველას სურს - ბაიერნის კონკურენტი კროშესთვის დორტმუნდია

ფრანკფურტის აინტრახტის სპორტული დირექტორი, მარკუს კროშე არის ადამიანი, რომელიც გერმანიაში ყველა დიდ კლუბს სურს.

Sky იტყობინება, რომ მარკუსის წასაყვანად ერთმანეთს ბაიერნი და დორტმუნდი ებრძვიან, სადაც ხელმძღვანელობა სპორტული დირექციის მუშაობით კმაყოფილი არ არის.

მედიის აზრით, ბაიერნში ასე მაქს ებერლიზე ზეწოლის გაზრდას ცდილობენ, რომლის მუშაობაც კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ახლახანს ლუის დიასი დაიმატა (უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ძვირად).

ებერლიმ ვერც ფლორიან ვირცი დაარწმუნა და ნიკ ვოლტემადეს თაობაზეც მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი ჯერჯერობით ბუნდოვანია, რაც, ცხადია, რომ მეტწილად სწორედ ებერლის კისერზეა.

თავის მხრივ, მარკუს კროშე ფეხბურთელების სარფიანად ყიდვასა და გაყიდვაში ბუნდესლიგის მასშტაბით გენიოსად ითვლება, ნამდვილ სატრანსფერო მეფედ, რის გამოც გასაკვირი სულაც არაა, რომ მასზე ასეთი ნადირობაა გამოცხადებული.


30-07-2025, 15:52
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2