გერმანულ მედიაში ლუის დიასის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ამბობს თუ რაზე ისაუბრა ფლორიან ვირცთან ბაიერნში წამოსვლამდე:
"ვირცთან რამდენჯერმე ვისაუბრე და მან მითხრა, რომ ბუნდესლიგა პრემიერ ლიგის მსგავსად ინტენსიურია, ფიზიკურად მძიმე სათამაშოა და აქაურობისგან სიამოვნებას მივიღებდი."
"მან ბაიერნში წამოსვლის წინ წარმატებები მისურვა, რისთვისაც მადლობას ვუხდი", - თქვა დიასმა.