ლუის დიასმა მიუნხენის ბაიერნში სადებიუტო შეხვედრა დღეს, ლიონის წინააღმდეგ გამართა და ალიანც არენაზე შეკრებილ გულშემატკივარს თავი კარგად დაამახსოვრა.
კოლუმბიელი ვინგერი თამაშში 0:0-ზე, მეორე ტაიმში ჩაერთო, რის შემდეგაც დიასმა მალევე პენალტი გამოიმუშავა, იქამდე კი გატანა თავადვეც შეეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ დიასის ტრანსფერმა აზრები დაანაწევრა, სამხრეთ ამერიკელის დებიუტით გერმანელების უმეტესობა კმაყოფილი დარჩა:
"კარგი ტრანსფერია და იმედი მაქვს, რომ სადიო მანედ არ გადაიქცევა"
"დიასმა მცველების ოფლიანობა უკვე დაიწყო"
"ბაიერნის თამაშზე გავლენა უკვე აქვს, ეს ტრანსფერი ზუსტი და საჭირო იყო"
"ერთი თამაშით ვერაფერს ვიტყვით, რადგან პრესეზონზე თავი სადიო მანემაც გამოიჩინა"
"მისი სისწრაფე და დაუღლელობა ბუნდესლიგისთვისაა შექმნილი"
"ბაიერნმა განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელი იყიდა", - წერენ ბაიერნის გულშემატკივრები.