გუშინ პრესეზონზე ბაიერნმა ლიონს ალიანც არენაზე 2:1 მოუგო, სადაც გუნდის ახალწვეულის, ლუის დიასის დებიუტიც შედგა.
კოლუმბიელი გარემარბი ვენსან კომპანიმ შეხვედრაში მეორე ტაიმის სტარტზე ჩართო და უნდა ითქვას, რომ დიასმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
გარდა იმისა, რომ დიასმა პენალტი გამოიმუშავა, საგოლე მოქმედების ჩაწერასთან ფეხბურთელი თავადაც ახლოს იყო.
გთავაზობთ ლუის დიასის გამორჩეულ მომენტებს გუშინდელი შეხვედრიდან:
ვიდეო