რამდენიმე გერმანული წყაროს დასკვნით, მიუნხენის ბაიერნი ზაფხულში მეტ ტრანსფერს აღარ გააკეთებს და ახალ სეზონს უკვე არსებული კონტიგენტით შეხვდება.
როგორც იწერება, სპორტულმა დირექციამ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სავარაუდოდ, ზაფხულში ახალ სახეს ვეღარ ვნახავთ.
გამონაკლისია ნიკ ვოლტემადეს შემთხვევა, რომელსაც სათავისო ბიუჯეტი 50 მილიონი ევროს სახით გამოყოფილი აქვს, მაგრამ მოლაპარაკებები მაშინ დაიწყება, თუ შტუტგარტი დათმობაზე წამოვა და ამ ფასად მოისურვებს ფეხბურთელის ბაიერნში გამოშვებას.
გამოდის, რომ ლუის დიასი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წერტილი იყო და მეტ გაძლიერებას სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში აღარ უნდა ველოდოთ.