ფლორიან პლეტენბერგი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ბოლო საათებში მიუნხენის ბაიერნი ნიკოლას ჯექსონის მიმართ სერიოზულად დაინტერესდა.
მაქს ებერლმა და მისმა კამპანიამ ჩელსისგან ჯექსონის ინფორმაცია გამოითხოვეს, სადაც ფასი, ამჟამინდელი სტატუსი, კონდიციები და კიდევ ბევრი სხვა დეტალი შედის.
ნიკოლას ჯექსონი პრემიერ ლიგაში 2023 წელს ვილიარეალიდან 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ორი სეზონის 65 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.
სენეგალელ ფეხბურთელს ჩელსიში ჩავარდნილ ტრანსფერად მოიაზრებენ და მის გაყიდვაზე აქტიურად მუშაობენ, რაც, როგორც ჩანს, ბაიერნს სულ არ აწუხებს..