არაერთი სანდო წყაროს მტკიცებით, ალ ნასრი აქტიურად ცდილობს, რომ მიუნხენის ბაიერნიდან კინგსლი კომანი წაიყვანოს.
როგორც ირკვევა, არაბები ბაიერნის ფრანგ გარემარბს წლიურად 25 მილიონ ევროს გადაუხდიან, რაც კომანის ბაიერნულ ანაზღაურებაზე 8 მილიონით მეტი იქნება.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელის პასუხს, ის ახლა გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა და ნაჩქარევი პასუხის დაბრუნებას არ აპირებს.
29 წლის კინგსლი კომანს ბაიერთნან ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება, მისი საბაზრო ღირებულება კი Transfermarkt-ზე მხოლოდ 30 მილიონი ევროა.