გუშინ ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ კინგსლი კომანმა ალ ნასრის 25-მილიონიანი წინადადება მიიღო და მოლაპარაკებებიც დაწყებულია.
სავარაუდოდ, ბაიერნი ფეხბურთელის ტრანსფერს ხელს არ შეუშლის, ოღონდ მთავარი ისაა, რომ არაბებს მაქსიმალურად ბევრი გამოართვას.
ამის პარალელურად, კლუბს კომანის შემცვლელი აუცილებლად დასჭირდება, ახლა კი რადარზე ყველაზე რეალური კანდიდატი კრისტოფერ ნკუნკუა.
ნკუნკუს ბუნდესლიგაში საკუთარი თავი უკვე დამტკიცებული აქვს, პრემიერ ლიგაში ტრანსფერი კი აშკარად ჩაუვარდა და რეპუტაციის დაბრუნება სურს. საამისოდ ბაიერნი ფრანგი ვინგერისთვის კარგი ვარიანტი უნდა იყოს, ხოლო თავად ბაიერნს რომ ისედაც ესიმპათიურება ეს მოთამაშე, ამაზე აღარც შევჩერდებით.