"იცით, როგორი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე?" - ჰამბურგის მწვრთნელი გიორგი გოჩოლეიშვილზე

"იცით, როგორი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე?" - ჰამბურგის მწვრთნელი გიორგი გოჩოლეიშვილზე

ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარიდან ბუნდესლიგაში დაწინაურებულ ჰამბურგში საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდა.

გიორგიმ გერმანულ გუნდთან ვარჯიში უკვე დაიწყო და მთავარ მწვრთნელ მერლინ პოლზინზე კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა:

"ორი ახალწვეული გვყავს, ვარმედ ომარი და გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლებიც გუნდს შეკრების დროს შეუერთდნენ. ორივემ ვარჯიში ძალიან დადებითად დაიწყო.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იღებს გუნდი ახალ მოთამაშეებს, ვარმედი და გიორგი აქ თბილად მიიღეს. მათ სწრაფად მოახერხეს გუნდთან გაშინაურება და ვარჯიშებზე და თამაშზე აჩვენეს თავიანთი უნარები.

დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ბუნდესლიგაში გუნდის გაძლიერებას შეძლებენ. გოჩოლეიშვილი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ამიტომ მას თავიდანვე მეტი სათამაშო დრო ექნება", - თქვა ჰამბურგის მწვრთნელმა. 


10-08-2025, 16:50
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2