როგორც ამბობენ, ალ ნასრმა ბაიერნს კომანის თაობაზე პირველი წინადადება 25 მილიონი ევროს ფარგლებში გაუკეთა და უმალვე უარი მიიღო, მაგრამ მეორე იმ ოდენობის იქნება, რომ ტრანსფერი აღარ ჩავარდება.
სავარაუდოდ, ახალი ფასი 30-50 მილიონი ევროს შუაში იქნება მოქცეული, რასაც ბაიერნი მიიღებს და კომანი არაბებთან ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს.
ფლორიან პლეტენბერგის თქმით, ბაიერნში სურთ, რომ მიღებული ფული სატრანსფერო მიზნებისთვისვე გამოიყენონ, პრიორიტეტი კი კვლავ ნიკ ვოლტემადე იქნება.
თუ შტუტგარტთან მოლაპარაკებები მაინც არ გამოვა, მაშინ ბაიერნი სხვა კანდიდატსაც შეარჩევს. ერთი ისაა, რომ კლუბი კომანის ტრანსფერში მიღებული ფულის ტრანსფერშივე დახარჯვას აპირებს.