18 წლის იონაჰ კუსი-ასარეს თავისთან ნიდერლანდური და ბელგიური კლუბები იწვევენ

18 წლის იონაჰ კუსი-ასარეს თავისთან ნიდერლანდური და ბელგიური კლუბები იწვევენ

მიუნხენის ბაიერნის 18 წლის ტალანტს, იონაჰ კუსი-ასარეს თავისთან ნიდერლანდური და ბელგიური კლუბები იწვევენ, რის შესახებაც ინფორმაცია Sky-ის ჟურნალისტმა, კერი ჰაუმ დაადასტურა.

მისი თქმით, მეზობლები კუსი-ასარეს წაყვანას იჯარის წესით განიხილავენ, რომელსაც სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებაც ექნება მიბმული.

კუსი-ასარე პოზიციით ფორვარდია და განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ტოტენჰემთან მოგებულ შეხვედრაში დატოვა, სადაც მან დასკვნითი ულამაზესი გოლი გაიტანა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბაიერნი ჯერჯერობით შვედი შემტევის პირველ გუნდში თამაშს არ განიხილავს, შესაძლოა ფეხბურთელი ერთი სეზონით გაუშვან კიდეც, რათა განსავითარებლად მეტი დრო და საშუალება ჰქონდეს.


11-08-2025, 11:51
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2