ფაბრიციომ დაადასტურა - კინგსლი კომანი ალ ნასრის ფეხბურთელია

ფაბრიციომ დაადასტურა - კინგსლი კომანი ალ ნასრის ფეხბურთელია

რამდენიმე საათის წინ, ფაბრიციო რომანომ კინგსლი კომანის ალ ნასრში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ირკვევა, არაბულმა კლუბმა მიუნხენის ბაიერნს 29 წლის ფეხბურთელში საბოლოოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადა, რომელსაც ზედ 5-მილიონიანი ბონუსები ერთვის.

კინგსლი კომანმა გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო, რა დროიდანაც კლუბებს შორის მოლაპარაკებები ფასის თაობაზე მიმდინარეობდა.

ფრანგმა გარემარბმა ბაიერნის მაისური პირველად 2015 წელს მოირგო და გერმანულ კლუბში 10 წელი გაატარა. 

კინგსლი კომანმა ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგა 9-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, გერმანიის თასი 3-ჯერ, უეფას სუპერთასი ერთხელ, გერმანიის სუპერ თასი 6-ჯერ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთხელ მოიგო.


11-08-2025, 15:38
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2