ჰარი კეინმა მედიასთან საუბრისას ბაიერნში გატანილი საუკეთესო ორი გოლი დაასახელა:
"ვიტყოდი, რომ ორ გოლს შორისაა არჩევანი გასაკეთებელი. პირველი ის გოლია, რომელიც დარმშტადთან მოედნის ცენტრიდან გავიტანე, მეორე კი აუგსბურგის კარში გატანილი მესამე ბურთი."
"მეორე გოლისას მაღალი პასი ლეონმა გამიკეთა, რომელიც ჰაერიდან ნახტომით ჩამოვიღე და ბურთი კარში თავით გადავგზავნე. ვფიქრობ, ეს ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი გოლი იყო, რაც ჩემს კარიერაში გამიტანია", - თქვა კეინმა.