ტალანტი უდინეზეში - ვისთვის ამზადებს წინადადებას ბაიერნი

ტალანტი უდინეზეში - ვისთვის ამზადებს წინადადებას ბაიერნი

იტალიურმა Tuttomercatoweb-მა ახლახანს დაწერა, რომ უდინეზეს 17 წლის გერმანელი მცველისთვის, მატეო პალმასთვის ერთბაშად სამი გრანდი იბრძვის.

ეს კლუბები მადრიდის რეალი, ლივერპული და მიუნხენის ბაიერნი არიან. გამოცემის მტკიცებით, პირველმა ორმა ინფორმაციის შეგროვება დაიწყო, ბაიერნი კი უკვე წინადადებასაც კი ამზადებს.

მატეო პალმა გასულ წლებში უდინეზეს ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, წინა სეზონის სერია A-ში კი მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა.

რაც შეეხება სანაკრებო დონეს, პალმას გერმანიის 16 და 17-წლამდე ნაკრებებში ჯამურად 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, მატეო პალმასთვის მშობლიური პოზიცია ცენტრალური მცველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 17 წლის გერმანელს მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში.


11-08-2025, 23:46
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2