გერმანული წყაროები მასშტაბურად ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაიერნმა შტუტგარტს ნიკ ვოლტემადეს თაობაზე 60-მილიონიანი წინადადება შესთავაზა, თუმცა შეთანხმება არც ახლა არ შედგა.
ამჯერად დამატებით ერთი დეტალი გაირკვა, რაც კლუბებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას კიდევ უფრო ნათლად დაგანახებთ.
როგორც წერენ, მოლაპარაკებები ვიდეოქოლში მიმდინარეობდა, სადაც ორივე კლუბის მხრიდან პრეზიდენტები და სპორტული დირექცია იყო წარმოდგენილი. ბაიერნმა შტუტგარტს თავისი გეგმისა და ხედვების შესახებ ყველაფერი დეტალურად განუმარტა, შტუტგარტმა კი რეკორდმაისტერის წინადადება არც კი განიხილა!
ეს იმას ნიშნავს, რომ შტუტგარტი ვალდებულად არ თვლის, რომ საკუთარი პოზიციები ვრცლად და დეტალურად განმარტოს. მათ უბრალოდ უარით გაისტუმრეს ბაიერნის წინადადება და ვიდეოქოლიც დასრულდა.
საბოლოოდ, შტუტგარტი ვოლტემადესთვის 75 მილიონ ევროს ითხოვს და როგორც წერენ, ბაიერნი ამხელა თანხის გადახდას ამ ეტაპზე არ აპირებს.