RMCsport-მა დაწერა, რომ მიუნხენის ბაიერნს კრისტოფერ ნკუნკუსთან შეთანხმება იანვრის თვიდან ჰქონდა მიღებული, თუმცა სამომავლო ტრანსფერი არც ისეთი უპრობლემო აღმოჩნდა, როგორც აქამდე ეგონათ.
საქმე ისაა, რომ ლონდონის ჩელსი უპირატესობას ფეხბურთელის იჯარით გაშვებას ანიჭებს, ბაიერნს კი მისი პერმანენტული ტრანსფერი სურს.
რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, თუ ყველაფერი ბაიერნის გზით განვითარდა, მაშინ კლუბი 30-40 მილიონ ევროს გადაიხდის, ჩელსის საიჯარო მოთხოვნა კი ტრანსფერის შინაარსს საერთოდ შეცვლის.