3 მთავარი კაცი - ვის უნდა დავაკვირდეთ ბაიერნის დღევანდელ ფინალში

3 მთავარი კაცი - ვის უნდა დავაკვირდეთ ბაიერნის დღევანდელ ფინალში

დღეს, 22:30-ზე ბაიერნი გერმანიის სუპერთასის ფინალში შტუტგარტს დაუპირისპირდება და ეცდება, რომ აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეთორმეტედ მოიგოს.

გთავაზობთ სამ ფეხბურთელს, რომლებზეც ყურადღების გამახვილება ყველაზე მეტად ღირს:

ლუის დიასი - კოლუმბიელი მოთამაშე ბაიერნში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოვიდა და ჯერ კიდევ ცხელია ის აზრი, რომ ბაიერნმა ლივერპულს იმაზე მეტი გადაუხადა, ვიდრე უნდა გადაეხადა. დიასისთვის პირველი ოფიციალური გამოცდა სწორედ შტუტგარტის წინააღმდეგ შედგება, სადაც სამხრეთ ამერიკელს საკუთარი თავის დამტკიცების საშუალება უხვად მიეცემა.

ნიკ ვოლტემადე - ბაიერნის სატრანსფერო საგის მთავარი ვარსკვლავი. ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი მინდორზე შტუტგარტის ფორმით გამოვა, თუმცა უკვე ყველამ გავიგეთ, რომ ვოლტემადეს ბაიერნში ტრანსფერი ყველაზე მეტად სურს. ჰოდა, 23 წლის გერმანელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ბაიერნის ბოსებს თავი კიდევ უფრო მოაწონოს და იქნებ, დამატებით 10 მილიონიც რეკორდმაისტერმა სწორედ ამ თამაშის შემდეგ გადადოს.

ლენარტ კარლი - 17 წლის ტალანტი, რომელიც ძალიან ამბიციურია და ვენსან კომპანის სათამაშო დროს უკვე აქტიურად სთხოვს. სხვათა შორის, გამოცემები კარლს სასტარტო შემადგენლობაში ელიან, ჯამალ მუსიალას პოზიციაზე, რაც მისთვის უდიდესი გამოცდა იქნება. ცხადია, ამ ერთი თამაშით მასზე საბოლოო წარმოდგენებს ვერ შევიქმნით, თუმცა მასზე დაკვირვება მაინც ძალიან საინტერესო უნდა იყოს.


16-08-2025, 20:39
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2