სუპერთასის მოგების შემდეგ, მანუელ ნოიერის პერფორმანსს ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, სამი ხედირა გამოეხმაურა:
"სპორტული პერფორმანსისა და ფაქტობრივი რეალობის მიხედვით, მანუ გერმანიაში ჯერ კიდევ საუკეთესო მეკარეა."
"მას საოცარი მოგერიებები ჰქონდა არამარტო სუპერთასზე, არამედ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც."
"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნოიერს ჯანსაღად დარჩენის სურვილი აქვს. მას კვლავ სურს მოგება და ის ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო გერმანელი მეკარეა", - თქვა ხედირამ.