ბოლო დღეებში დადასტურებულად ვიცით, რომ ბაიერნის სატრანსფერო პრიორიტეტი კრისტოფერ ნკუნკუა, თუმცა კლუბი ჩელსის ჯერჯერობით ვერ უთანხმდება.
საქმე ისაა, რომ ჩელსის ფრანგი შემტევის გაშვება სრულფასოვანი ხელშეკრულებით სურს, ბაიერნი კი ახლა მხოლოდ იჯარას განიხილავს.
თავის მხრივ, ებერლის და მის გუნდს გააქტიურება მოუწევთ, რადგან ნკუნკუსთვის ბრძოლაში ბაიერ ლევერკუზენიც ჩაერთო, რომელმაც ერიკ ტენ ჰაგთან ერთად ახალი ეპოქა დაიწყო.
გარდა ამისა, ისიც დაიწერა, რომ საქმეში ნიუკასლიცაა ჩართული, რაც ბაიერნს ნელი ნაბიჯებით სიარულის უფლებას უბრალოდ აღარ უტოვებს.