გუშინ გერმანულ მედიაში ჰარი კეინის კომენტარი გავრცელდა, სადაც ბაიერნის ფორვარდი ებერლის და კლუბის სპორტულ დირექციას გააქტიურებისკენ მოუწოდებდა.
კეინმა თქვა, რომ ბაიერნს ვიწრო შემადგენლობა ჰყავდა, რაც გაფართოებას საჭიროებს, ეს კი ლოთარ მათეუსს არ მოეწონა:
"ჰარი კეინმა თქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა შემადგენლობაა, რომელიც ოდესმე მის გუნდს ჰყოლია, მისი ეს კომენტარი კი უბრალოდ არ მესმის."
"კლუბმა ლუის დიასი და ჯონათან ტა დაიმატა, რაც რეალურ გაძლიერებას ნიშნავს. გარდა ამისა, ბიშოფის სახით კარგი ნახევარმცველი დაგვემატა, ჯამალ მუსიალა, ალფონსო დევისი და ჰიროკი იტო კი სულ მალე დაბრუნდებიან", - თქვა მათეუსმა.