Bild-მა გაავრცელა შტუტგარტის მიერ მიწერილი პასუხები ბაიერნისთვის, რომლებიც ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერს ეხება.
პირველად ბაიერნმა ვოლტემადეს სანაცვლოდ 45-მილიონიან წინადადებაზე შტუტგარტისგან ასეთი პასუხი მიიღო:
"გმადლობთ თქვენი წინადადებისთვის. ჩვენი მოლოდინებიდან იმდენად შორს ხართ გადახრილები, რომ შეთანხმებას აბსოლუტურად არარეალურად ვაფასებთ. ასევე, ჩვენი შეფასებით, სპორტული დანაკარგი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ფინანსური ღირებულება. ამ მიზეზით, გვსურს, რომ მოლაპარაკებები დავასრულოთ და გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ კონტაქტის შემდგომი მცდელობებისგან."
მეორედ ბაიერნმა შტუტგარტს 55 მილიონი ევრო გაუგზავნა, მაგრამ ისევ უარყოფითი პასუხი მიიღო:
"პირისპირ მოლაპარაკებებზე უარს ვამბობთ და ეს იმიტომ, რომ ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ. თქვენი ბოლო შეთავაზება ამას არ ცვლის. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს გადაწყვეტილებას."