ვენსან კომპანიმ კომენტარი ბაიერნის შეტევასა და იმაზე გააკეთა, რომ კლუბის წინა ხაზი გაძლიერებას საჭიროებს:
"ჩვენ ოთხი გამოცდილი და ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. გარდა ამისა, გვყავს გერეირო და ბიშოფი, რომელსაც შეტევაში თამაში შეუძლიათ."
"მანუელ ნოიერი შეტევაში ვერ ითამაშებს (იცინის), თუმცა არ მსურს, რომ მსვერპლის როლი მოვირგო. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა მოხდება, ჩვენ გვსურს, რომ კვლავ შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი ვაჩვენოთ."
"ტრანსფერები? ამაზე სხვა ხალხია დასაქმებული. ჩემი საქმე ისაა, რომ ხვალინდელ დღეს გუნდს გამარჯვება მოვუტანო", - თქვა კომპანიმ.