მიუნხენის ბაიერნის მსგავსად, ჩელსიდან კრისტოფერ ნკუნკუს წამოყვანა ლაიფციგსაც სურს, რომელიც ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებში დაწინაურდა.
საქმე ისაა, რომ ჩელსი და ლაიფციგი ჩავი სიმონსის ტრანსფერზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რასაც ნკუნკუს ქეისზე გავლენა პირდაპირი მნიშვნელობით აქვს.
ჩელსის ნკუნკუს გაყიდვა პერმანენტულად სურს, თუმცა ლაიფციგი ჯერჯერობით ბაიერნივით მხოლოდ იჯარაზეა თანახმა. მიუხედავად ამისა, თუ ჩელსი სიმონსის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, მაშინ ლაიფციგი ნკუნკუს სრულფასოვნად გაიფორმებს.
ამდენად, ახლა ბაიერნი ცალკე დგას, ლაიფციგს კი სიმონსის სახით ხელში ჯოკერი აქვს მომარჯვებული.
გარდა ამისა, დღეს მაქს ებერლმა ისიც თქვა, რომ ბაიერნი მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებებს განიხილავს, რაც ნკუნკუს ტრანსფერს პრაქტიკულად გამორიცხავს.