"გუნდში ყველაზე დაუფასებელია, მასზე არავინ საუბრობს" - ვენსან კომპანი

"გუნდში ყველაზე დაუფასებელია, მასზე არავინ საუბრობს" - ვენსან კომპანი

ლაიფციგთან დიდებული გამარჯვების შემდეგ, ვენსან კომპანიმ გერმანულ მედიასთან ბაიერნის ყველაზე 'დაუფასებელი' ფეხბურთელი დაასახელა:

"სერჟ გნაბრი! მისთვის ბოლო წლები იოლი არ ყოფილა ბაიერნში, რადგან ხშირად მოიაზრებდნენ იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებიც კლუბიდან უნდა წასულიყვნენ. წერდნენ, რომ კონტრაქტის ბოლო წელიღა ჰქონდა დარჩენილი და მსგავსი თემები."

"შეხედეთ მას, გნაბრი ძალიან დაუფასებელი ფეხბურთელია. არსებობს ხალხის შეფასება, მაგრამ არსებობს გუნდისა და თანაგუნდელების შეფასებაც. გნაბრი არის მოთამაშე, რომელსაც ძალიან ცოტა სისუსტე აქვს."

"ის ჩვენთვის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეს სულ ასე იყო", - თქვა კომპანიმ.


24-08-2025, 12:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2