ფაბრიციო რომანოც ადასტურებს, რომ მიუნხენის ბაიერნი ნიკოლას ჯექსონის დამატებას ცდილობს მიუხედავად იმისა, რომ დღეების წინ ებერლიმ ყველაფერი უარყო.
ბაიერნს საიჯარო ხელშეკრულება სურს, ჩელსის კი პერმანენტული ტრანსფერი. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჯექსონის ბაიერნში გადმოსვლა ამ დრომდე ფერხდება.
ახლახანს დაიწერა, რომ ბაიერნი ჩელსის ისეთ იჯარაზე ესაუბრება, რომელსაც ბოლოში გამოსყიდვის ვალდებულება ექნება, შესაბამისად, თავისას ერთიც მიიღებს და მეორეც.
ნიკოლას ჯექსონმა გასული სეზონის პრემიერ ლიგაში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა.