ვენსან კომპანიმ სეზონის დაწყებამდე სამოტივაციო სიტყვით გამოსვლაში თავის მოთამაშეებს უთხრა:
"ამხანაგური მატჩები არ არსებობს. ჩვენთვის ყველა თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალია."
"მეხუთე ან მეათე ლიგის ტიტულიც კი ერთი წლის საქმეა. ამის გათავისება არის ის, რაც განასხვავებს საუკეთესო სპორტსმენებს ჩვეულებრივი სპორტსმენებისგან", - კომპანი ფეხბურთელებს.
გერმანულ მედიაში კომპანის ასეთ მენტალიტეტს დიდი მოწონება მოჰყვა, თუმცა რამდენად აისახება ეს ყველაფერი შედეგებში, ამას დრო გვიჩვენებს.